:: უენო და ენიანი სალამური

დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახეობა ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით. ორივე სახის საკრავი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური მასალით.

სალამურზე შემსრულებლებად უფრო მეტად მამაკაცები გვევლინებიან. სალამური, განსაკუთრებით უენო, მწყემსების აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. ამჟამად, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებულია ენიანი სალამური. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. სალამური დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან. ამითაა გამოწვეული, რომ სალამურის რეპერტუარი თითქმის მთლიანად მწყემსური მელოდიებითაა გაჯერებული.

სალამური (ენიანი)
სალამური (ენიანი)
სალამური (უენო)
სალამური (უენო)
სალამური (ენიანი)
სალამური (ენიანი)
სალამური (უენო)
სალამური (ენიანი)
სალამური (ენიანი)
უნისონი სალამურები (I და II ხმის)
გედის ძვლის უენო სალამური (ძვ.წ.XII-XI საუკუნეები)
დუდუკი, სტვირი და სალამური
კაკლის ხის სალამური
სალამურის ენა

უკან დაბრუნება

:: ფოტო გალერეა [1] [2] [3] [4]

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი