წინამდებარე გვერდზე გაეცნობით ქართული ხალხური საკრავების წყობას, ხმოვანებას, მოკლე ისტორიასა და ილუსტრაციებს. ჩანაწერები მოპოვებულია ცნობილი შემსრულებლების პირადი არქივებიდან და სხვადასხვა მუსიკალური ფონდებიდან, ხოლო ზოგიერთი ჩანაწერი შექმნილია ჩვენს მიერ და მათ აქვთ მხოლოდ გაცნობით-საგანმანათლებლო ხასიათი.

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფებად.

სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი - ჭუნირი და აბხარცა.

ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი, ჭიბონი, პილილი.

კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი.

დასარტყამ საკრავებში შედის: დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა. ამგვარად, ქართული ხალხური საკრავები შემდეგნაირად დაჯგუფდება:

 

სიმებიანი საკრავები

 

ჩამოსაკრავი

მოსაზიდი

ხემიანი

ფანდური

ჩანგი

ჭუნირი

ჩონგური

ბას-ფანდური

აბხრცა

   

ჩასაბერი საკრავები

 

ენიანი სალამური

ჭიბონი

გუდასტვირი

უენო სალამური

ლარჭემ-სოინარი

პილილი

ზურნა

ბუკი

დუდუკი

   

დასარტყამი საკრავები

 

დოლი

დაირა

წინწილა

კონტრაბასი

დიპლიპიტო

 

 

 

კლავიშებიანი საკრავები

 

ბუზიკა

გარმონი

წიკო-წიკო

 

* იხ. საიტზე გამოყენებული ტერმინების განმარტება

 

დასაწყისი

ქართული ხალხური საკრავების გავრცელება

ქართული ხალხური საკრავების გავრცელება