:: გუდასტვირები

გუდასტვირი ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია. მასზე აიღება ორხმიანი თანაბარბგერადობები და სრულდება ორხმიანი ჰანგები. ორხმიანობა მიიღწევა რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით. გუდასტვირი წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. ის უმეტესად რეჩიტატიული სიმღერების თანმხლების როლში გვევლინება, ძირითადი როლი ტექსტს აკისრია და არა მელოდიას. აქედან გამომდინარე, გუდასტვირის თანხლებაც შეზღუდულია.

მესტვირის რეპერტუარს წარმოადგენს ისტორიული, ეპიკური, სატირული, კომიკური, ლირიკული ლექსები. რაჭული სიმღერები, რომლებიც გუდასტვირის თანხლებით სრულდება, ერთხმიანია. ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. რაჭველი მესტვირეები - მოხეტიალე მუსიკოსები სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ ყოველგვარ დღეობასა თუ ქორწილში. მესტვირეობა რაჭაში წარმოადგენდა გარკვეულ პროფესიას, რომელიც ამ მოხეტიალე მუსიკოსებისათვის შემოსავლის დამხმარე წყარო იყო. ქართლელი მესტვირეების უმეტესი ნაწილი გუდასტვირზე ბერიკაულს უკრავდა. ისინი ხშირად მონაწილეობდნენ ძველ ქართულ საიმპროვიზაციო წარმოდგენაში - «ბერიკაობაში» (სათამაშო, საცეკვაო).

გუდასტვირი
გუდასტვირი
გუდასტვირი
გუდასტვირი
გუდასტვირი
გუდასტვირი
გუდასტვირის სტვირები
გუდასტვირის სტვირები
გუდასტვირის სტვირები
გუდასტვირის სტვირები

უკან დაბრუნება

:: ფოტო გალერეა [1] [2] [3] [4]

 

დასაწყისი