:: ჩანგი

ჩანგი არფის მსგავსი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. არსებობს 6, 7, 9 (ან უფრო მეტი) სიმიანი ჩანგი. ჩანგის სიმები მზადდება ძუისგან და ისინი სხვადასხვა სიგრძისაა. ჩანგი ამჟამად შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში, სვანეთში. ძირითადად, ჩანგს ამზადებენ წიწვოვანი ხის ჯიშებისაგან. ხშირად გამოიყენება ნაძვი, აგრეთვე ფიჭვი, იშვიათად სოჭი. ჩანგზე უმეტესად ქალები უკრავენ. უპირველეს ყოვლისა, ჩანგი სააკომპანემენტო საკრავია. ჩანგის თანხლებით სრულდება საფერხულო სოლო სიმღერები. როგორც აკომპანირებისას, ისევე სოლო ჰანგების შესრულებისას გამოიყენება მხოლოდ ერთი ჩანგი. ორი ან მეტი ჩანგის გაერთიანება ანსამბლად არ დასტურდება, მაგრამ ჩანგისა და ჭუნირის ანსამბლად გაერთიანება ხშირია.

სვანური ჩანგი.
ირმის ფორმის ჩანგი.
საკონცერტო ჩანგი.
სვანური ჩანგი.
ფარშევანგის ფორმის ჩანგი.
სვანური ჩანგი.

უკან დაბრუნება

:: ფოტო გალერეა [1] [2] [3] [4]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი