:: დოლი

დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე უკრავენ ხელებით, ზოგჯერ ჯოხებითაც. ჯოხებს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ და ჩამოკიდებული აქვთ მხარზე. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. ძირითადად, დამკვრელებად მამაკაცები გვევლინებიან.

დოლი
დოლი
დოლი
დოლი
დოლი
დოლი
დოლი

უკან დაბრუნება

:: ფოტო გალერეა [1] [2] [3] [4]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი