:: დაირა

დაირა წარმოადგენს ხის რკალს, რომელზეც გადაკრულია თხელი ტყავი. რკალზე შიგნიდან ჩამოკიდებულია ეჟვნები და პატარა ფირფიტები. დაირას რკალი ხშირ შემთხვევაში ინკრუსტრირებულია შავი ან თეთრი ძვლით ან სადაფით, იშვიათად სრულიად სადაა. ორნამენტირებულ მდიდრულ დაირებს კარგი მუსიკოსები და მდიდარი ოჯახები ინახავდნენ. ვინც დაირაზე კარგად უკრავდა მონაწილეობა ქორწილებში, დღეობებში, მეჯლისებში და სხვ. დაირა გვხვდება სამეგრელოსა და რაჭაში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და თუშეთში. გარეგნული ფორმით სხვადასხვა კუთხის დაირებს შორის განსხვავება არ არის. ძირითადად, დაირაზე ქალები უკრავენ, ცეკვის დროს. დაირას ფუნქციაა რიტმის ხაზგასმა. დაირა გამოიყენება ინსტრუმენტულ ანსამბლებში. მაგალითად: დუდუკებთან, სამეგრელოში სოინართან ერთად, კახეთში ფანდურთან ერთად.

დაირა
დაირა
დაირა
დაირა
დაირა
დაირა
დაირა
დაირა

უკან დაბრუნება

:: ფოტო გალერეა [1] [2] [3] [4]

 

 

დასაწყისი