დოლი
ქართული დასარტყამი საკრავები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ რიცხვს მიეკუთვნება დაფი ანუ დაირა, დაფდაფი ანუ დოლი, ნაღარა, ტაბლაკი, დიპლიპიტო, წინწილა და სხვ. რამდენადაც აღნიშნულ სახელწოდებათაგან ზოგი უცხოურია, ხოლო ზოგი კი ქართული, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნულ საკრავთა ცალ-ცალკე განხილვა.

დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარში. ის წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს(1), რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი(2). ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები(3), რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს როგორც 3:1. დოლზე უმეტესად უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს განიერი ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ და ჩამოკიდებული აქვთ მხარზე. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი - მეორე მხარეს. შემსრულებელი ჯოხებს ხელებზე სპეციალური ყულფებით იმაგრებს. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლი, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს - დოლის ნაპირებზე.

დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. ძირითადად, დოლზე უკრავენ მამაკაცები. ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა საკრავის გაერთიანება ანსამბლად. მაგალითად: ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი