ბუზიკა
ხალხში გავრცელებული საკრავების განხილვისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ე.წ. ბუზიკას (მცირე ზომის გარმონი), რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ მთიელთა შორის. მას საქართველოს ბარშიც იყენებენ. ბუზიკა უპირატესად ქალების კუთვნილი საკრავია და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად მას ნიშნობის დროს მიართმევენ ხოლმე საპატარძლოს. სხვათა შორის, ეს წესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა.

ბუზიკის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა. იგი სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებსა თუ მეჯლისებზე ჟღერდა, რის გამოც, მისი რეპერტუარი სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებისაგან შედგება. ბუზიკას სოლო საკრავის სახით იყენებდნენ, მაგრმ ზოგჯერ ანსამბლშიც მონაწილეობს. იგი განსაკუთრებით ხშირად იხმარება დაირას, დიპლიპიტოსა და ფანდურთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი