აბხრცა (აბხარცა) ორ სიმიანი ხემიანი საკრავია. იგი გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აბხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები. აფხარცის ჰანგები და სიმღერები, ამ საკრავის თანხლებით, ისტორიულ-საგმირო, ნართულ და საწესო ჟანრებს განეკუთვნებიან.
აბხარცა

აბხარცა საქართველოს ყველა კუთხეში გავრცელებულ ხემიან საკრავთაგან გამოირჩევა კორპუსის კონფიგურაციით (ვიწრო, ნავისებური ფორმა), დამზადების წესში დაცული პრინციპით (მთლიანი ხისგან არის გამოთლილი), საკრავის თავის ფორმით (მომგრვალებული ნავის ფორმის) და სიმების რაოდენობით (ორი სიმი).

აბხარცა XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულამდე გავრცელებული იყო ძირითადად, გუდაუთის რაიონის აფხაზებში. ოჩამჩირის რაიონში მკვლევარი შეხვდა მხოლოდ ორ შემსრულებელს, ხოლო გალის რაიონში ხემიანის არსებობა საერთოდ ვერ დაადასტურა (ხაშბა 1967, 11).

აბხარცა გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან, მისი საერთო სიგრძე – 480მმ. მისი ფორმა ნავისებურია და მასზე ორი მოქლონია, ხის თავფიცარი დაწებებულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი