:: სამხედრო-სასიგნალო საკრავი ბუკი

უპირველეს ყოვლისა, ბუკი სამხედრო-სასიგნალო საკრავია. ის დამზადებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში კი შიგა მხარეს ბოლომდე მიმაგრებულია თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ. ჩაბერვის ადგილი 28მმ. “ვეფხისტყაოსნიდან” ირკვევა, რომ მეფედ კურთხევის დროს ბუკის კვრა წესად იყო მიღებული. მაგალითად, როდესაც როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ (ხელმწიფედ) დასვა: “ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა”, ან “ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჰხმასა დაატკბობდეს”. ბუკი უმეტესად ლაშქრობისას გამოიყენებოდა.

სამხედრო-სასიგნალო საკრავი ბუკი

უკან დაბრუნება

:: ფოტო გალერეა [1] [2] [3] [4]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი