ბას-ფანდური გასულ საუკუნეში შეიქმნა. ხალხური ფანდურიდან იშვა კლასიკური ანუ საორკესტრო ფანდური. ამასთან ერთად დადგა საჭიროება შექმნილიყო საორკესტროდ დაბალი რეგისტრის ინსტრუმენტი, როგორც საესტრადო ანსამბლისათვის ბას-გიტარაა.

ბას-ფანდური

შეიქმნა ფანდურის ფორმის მოზრდილი ინსტრუმენტი - ბას-ფანდური. რეზონატორი და გრიფი გაცილებით უფრო დიდია, სიმების დიამეტრიც მეტია. მასზე შეიძლება ერთი ოქტავის ყველა ნოტის და აკორდის აჟღერება. დამზადების ტექნოლოგია და მასალა იგივეა, რაც ფანდურისა. მზადდება მთლიანი ხის გამოგულვით ან ნაწილებით ყალიბზე აწყობითაც.

ძირითადად უკრავენ ხალხური საკრავების ტრიოები, კვარტეტები და ორკესტრები. ბას-ფანდურის წყობა: ქვემოდან - A, E, B.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი