ზურნა მოწოდებითი, გამამხნევებელი, გმირული სულისკვეთების გამომხატველი საკრავი იყო. იგი ამ დანიშნულებით იხმარება ახლაც. ზურნა საანსამბლო საკრავია. ანსამბლში შედის პირველი და მეორე ზურნა და დოლი. ზურნაზე სრულდება საცეკვაო, საჭიდაო და სადღესასწაულო მელოდიები.

ზურნის ძირითადი ნაწილებია ღერო და ყამიში. უმთავრესად, ღერო მზადდება გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი, ქვედა მხრიდან - ერთი თვალი. ზურნა მოყვანილობით კონუსისებურია, ბოლოგანიერი ღეროს სიგრძეა 280-300 მმ. ღეროს უკეთდება ლერწმისაგან დამზადებული ყამიში. ზურნის დიაპაზონია მცირე ოქტავის ”სი” - მესამე ოქტავის “დო”.

ზურნის წყობა:

Zurna Samples