მოდინახეს ციხის გათხრებისას, ერთ-ერთ სამაროვანში, სხვა ექსპონატებთან ერთად, აღმოჩნდა წყვილი თეფში ანუ წინწილა. ეს სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-ე საუკუნით არის დათარიღებული. ანალოგიური საკრავები აღმოჩნდა მცხეთაში არმაზის ხევის გათხრების დროსაც. სულ ოთხი წყვილი. წინწილები გარეგნულად ჩვეულებრივ თეფშებს გვანან, რომელთაც თავზე სარქველი აქვთ ხელის მოსაკიდი ყულფით. თეფშები ირგვლივ დაჩხვლეტილია. ისინი ხმის გამანაწილებლის როლს ასრულებენ. აღნიშნული საკრავი დღესაც გამოიყენება. ძველი და ახალი თეფშების შედარებამ ცხადყო, რომ გათხრებში მოპოვებული წყვილი წინწილა უკეთესად არის ნაკეთები ხმის განაწილების მხრივ, ვიდრე დღევანდელ სამხედრო ორკესტრებში არსებული უბრალო თეფშები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ხმის გამანაწილებელი სარტყელი და არც ხმის მარეგულირებელი ნახვრეტები.

Tsintsila

წინწილა ქართულ ლიტერატურაში ადრევე არის მოხსენიებული, მაგალითად, «ვეფხისტყაოსანში» ვკითხულობთ:

"ბუკსა ჰკრეს და დაატკბობდეს მათთა ხმათა წინწილანი".