ლარჭემ-სოინარი მრავალღერიანი სალამური ლარჭემ-სოინარი გვხვდება დასავლეთ საქართველოს ორ კუთხეში: სამეგრელოსა (ლარჭემი) და გურიაში (სოინარი). ლარჭემ-სოინარი აწყობილია სხვადასხვა სიგრძის ექვსი მილისაგან. თითოეული მილი გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას. მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. გურული სოინარი უფრო მინიატურულია, მეგრული ლარჭემი კი შედარებით დიდია. ყურადღებას იქცევს ინსტრუმენტის მილთა განლაგება. მილები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი მილები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ეს დადგენილი კონსტრუქციული ფორმა, დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაცული. ასეთი კონსტრუქცია უაღრესად იშვიათია და ერთადერთია ყველა ცნობილ მრავალღერიან სალამურთა შორის, რომელთა მილები თანმიმდევრულად სიგრძის მიხედვით არის დალაგებული.

Larchem-Soinari Samples