მოხარული ვართ, რომ გამოძებნეთ დრო და ეწვიეთ ჩვენს მოკრძალებულ ნაშრომს. ვფიქრომთ, ძალიან საინტერესო რესურსი შევქმენით ქართული ხალხური მუსიკისა და საკრავების მოყვარულთათვის და იმედს ვიტოვებთ ხშირად გვესტუმრებით. სამუშაო ჯგუფთან ერთად ვეცდებით საიტი მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი იყოს.

ვებ გვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როლანდი ბრეგვაძემ. მისი დახმარებით მოგროვდა და დამუშავდა სხვადასხვა სახის მასალა; ასევე მან შეიმუშავა გვერდის ინგლისური და რუსული ვერსიები.

ჩვენ გვაქვს მრავალი იდეა საიტის შემდგომი სრულყოფისათვის, რაც მას უფრო საინტერესოს გახდის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ნაშრომი არ არის შექმნილი შემოსავლის მიღების მიზნით, არამედ ჩვენი უმთავრესი მიზანია მსოფლიოს ფართო საზოგადოების წინაშე წარმოვაჩინოთ ის უდიდესი განძი, რომელიც ინახება უძველესი კულტურის ქვეყანაში - საქართველოში.

თანადგომისათვის მადლობას ვუხდით თბილისის ხალხური საკრავების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ბატონ რევაზ კოტრიკაძეს, გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორს დავით კიკნაველიძეს, ქართული ხალხური საკრავების დამზადების ოსტატს მაიზერ გაზდელიანს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ანსამბლ "ადილა"-ს თანამშრომლობისათვის.

მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ასევე ბატონი კაკო ლაშქარაშვილი (თბილისი), რომელიც გახლავთ ხალხური საკრავების ბრწყინვალე ოსტატი.

განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ბატონი ლევან ირემაძე (ხობი, სოფ.ძვ.ხიბულა) - ხალხური საკრავების ბრწყინვალე ოსტატი, რომელიც მხარში გვედგა და გვაძლევდა მითითებებს ამა თუ იმ საკრავთან დაკავშირებით.

ვებ გვერდზე მოცემული მასალა შეგროვებულია ავტორების მიერ სხვადასხვა სამეცნიერო-ისტორიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით. აქ მოყვანილი მასალები ძირითადად ორიგინალურია, გარკვეული ნაწილი გადამუშავებული სახით მოპოვებულია ხალხური საკრავების ოსტატებისაგან, ასევე შემდეგი წყაროებიდან:

დ. არაყიშვილი, "ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა". თბილისი: ტექნიკა და შრომა, 1940.

 

მ. შილაკაძე, "ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა". თბილისი: მეცნიერება, 1970.

დ. ალავიძე, "ქართული და საქართველოში გავრცელებული ხალხური მუსიკალური საკრავები". თბილისი: ხელოვნება, 1978.

ი. ჯავახიშვილი, "ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები". თბილისი: ფედერაცია, 1938.

ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ, რომ მოპოვებული მასალა აღებულია - www.hangebi.ge-დან

 

დასაწყისი