უენო სალამური უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში. სალამური, განსაკუთრებით უენო, დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, ის მწყემსების აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. ამიტომაც, უენო სალამურზე მხოლოდ მწყემსური მელოდიები სრულდება.


Salamuri Samples