ენიანი სალამური ენიანი სალამური 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებული აქვს 7-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში). ენიან სალამურს ამზადებენ ჭერმის ან ლერწმის ხისგან. ენიანი სალამური შედარებით პატარაა ვიდრე უენო სალამური; მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს. ამჟამად, ენიანი სალამური საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული.

შვიდთვლიანი ენიანი სალამურის წყობა:

Salamuri Samples