ფანდური ფანდური სამ სიმიანი სააკომპანემენტო საკრავია. გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. მისი თანხლებით სრულდება სოლო საგმირო, სახუმარო, სატრფიალო სიმღერები და შაირები, ასევე - საცეკვაო სიმღერებიც. ფანდურზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა.

ქვემოდან I სიმია "მი"; II სიმი - "დო#"; III სიმი - "ლა".

 

Panduri Samples