ხალხური ფანდური (ექვს დანაყოფიანი) ხალხური ფანდური სამ სიმიანი სააკომპანემენტო საკრავია. გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. მისი თანხლებით სრულდება სოლო საგმირო, სახუმარო, სატრფიალო სიმღერები და შაირები, ასევე - საცეკვაო სიმღერებიც. ფანდურზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა.

სურათზე ნაჩვენებია ექვს დანაყოფიანი ხალხური ფანდური. ხალხური ფანდურის მთავარი წყობა ასეთია: ქვემოდან I სიმი პირველი ოქტავის "დო", II სიმი მცირე ოქტავის "ლა", III სიმი ანუ ბანი მცირე ოქტავის "სოლ". ცნობილია ასევე მეორე წყობა: I სიმი მცირე ოქტავის "სი", II სიმი მცირე ოქტავის "სოლ", III სიმი ანუ ბანი მცირე ოქტავის "ფა".

Panduri Samples