გუდასტვირი გუდასტვირი ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია. მასზე აიღება ორხმიანი თანაბარბგერადობები და სრულდება ორხმიანი ჰანგები. ორხმიანობა მიიღწევა რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით. გუდასტვირი სააკომპანემენტო საკრავია. ის უმეტესად რეჩიტატიული სიმღერების თანმხლების ფუნქციას ასრულებს, ძირითადი როლი ტექსტს აკისრია და არა მელოდიას. მესტვირის რეპერტუარს წარმოადგენს ისტორიული, სატირული, კომიკური, ლირიკული ლექსები. ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. რაჭველი მესტვირეები სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ დღეობებსა თუ ქორწილებში.
გუდასტვირის წყობა:

Gudastviri Samples