დუდუკი ჩასაბერი საკრავია. დუდუკის ძირითადი ნაწილებია: ლულა(1), ყამიში(2), ხუფი და რეგულატორი. ძირითადად, ლულა მზადდება ჭერამის, თუთის ან ბზისაგან, ხოლო ყამიში ლელის ხისაგან (საყამიშე ჩალა, ლელი, ლელქაში, იზრდება ჩვეულებრივად ტბის, რუსა და წყლის პირაზე). ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8-9 და ქვემოდან 1 ნახვრეტი(თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი - ყამიში. დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგი. დუდუკი არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი. აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება. დუდუკის რეპერტუარი მრავალფეროვანია. უმთავრესად ასრულებენ საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სალაღობო, ლირიკულ, საცეკვაო მუსიკას.

დუდუკის წყობა:

Duduki Samples