დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს(1), რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი(2). ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები(3), რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს როგორც 3:1. დოლზე უმეტესად უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ და ჩამოკიდებული აქვთ მხარზე. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლი, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს - დოლის ნაპირებზე.

დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. ძირითადად, დოლზე უკრავენ მამაკაცები. ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა საკრავის გაერთიანება ანსამბლად. მაგალითად: ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.

Doli Samples