დიპლიპიტო დასარტყამი საკრავია. მას უმთავრესად ანსამბლში უკრავენ. დიპლიპიტო შედგება სხვადასხვა სიგანისა და თანაბარი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან(1), რომლებზეც გადაკრულია ციკნის ტყავი(2). ქილები ერთმანეთთან თასმითაა(3) გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, პატარა ქილის დიამეტრია 90 მმ, დიდის - 170 მმ. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით, ე.წ. «თხის ფეხუნებით»(4). ძირითადად, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში.

Diplipito Samples