დაირა წარმოადგენს ხის რკალს, რომელზეც გადაკრულია ცხვრის ტყავის თხელი აპკი. დაირას კორპუსის სიმაღლისა და ჟღერადი ზედაპირის დიამეტრის შეფარდებაა 1/5. დაირა გვხვდება სამეგრელოსა და რაჭაში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ასევე თუშეთში. გარეგნული ფორმით სხვადასხვა კუთხის დაირებს შორის განსხვავება არ არის.

დაკვრის დროს დაირა უჭირავთ ორივე ხელით. ცერა თითებზე მიყრდნობილია დაირას რკალი. დანარჩენი თითები დევს მემბრანაზე და ამ თითებით აჟღერებენ მას. მარცხენა ხელის თითები უფრო ხშირად გაუნძრევლად დევს. უკრავენ მარჯვენა ხელის თითებით, ზოგჯერ მთელ ხელსაც არტყამენ მემბრანაზე. ჟღერადი ზედაპირის ცენტრში უკრავენ ოთხივე თითით, აგრეთვე ცალკეული თითებით, ზოგჯერ მაჯას რკალზე მიარტყამენ, საკრავს აქნევენ და ჟღარუნების ხმაც უერთდება. ძირითადად, დაირაზე შემსრულებლებად გვევლინებიან ქალები, ცეკვის დროს. რამდენიმე დაირა ერთად არ გამოიყენება. დაირას ფუნქცია ცეკვის დროს რითმის ხაზგასმაა. დაირა გამოიყენება ინსტრუმენტულ ანსამბლებში. მაგ: დუდუკთან, სოინართან ერთად სამეგრელოში, კახეთში ფანდურთან ერთად.

Daira Samples