ჩონგური ჩონგური გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში). სხვადასხვა კუთხის ჩონგურები გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ძირითადად, ჩონგური წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც, მაგრამ ტრადიციულ რეპერტუარს ერთხმიანი სახუმარო და სატრფიალო სიმღერები შეადგენს. აჭარაში განსაკუთრებით ხშირია ჩონგურისა და დოლის ანსამბლად გაერთიანება. ამ შემთხვევაში ანსამბლში მონაწილეობს ერთი ჩონგური და ერთი დოლი. ერთზე მეტი ჩონგური ერთდროულად არ გამოიყენება.

ყველაზე გავრცელებულია ჩონგურის შემდეგი წყობა: დაბალი ბგერის III სიმი - F, შუა II სიმი - A, მაღალი I სიმი - C, ზილი - E, C ან A

Chonguri Samples