ჭიბონი ჭიბონი აჭარაში გავრცელებული ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია. ძირითადად, ჭიბონზე სრულდება საცეკვაო მელოდიები ფანდურის, ჩონგურის ან დოლის თანხლებით. მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ და გამოიყენება როგორც სააკომპანემენტო ინსტრუმენტი. გუდაში ჩასმულია ე.წ. დედნები ანუ ლერწმები - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ხის მილი. მარცხენა მილს ეწოდება «დამწყები» და აქვს ხუთი სახმო ნახვრეტი, ხოლო მარჯვენას ეწოდება «მებანე» და აქვს სამი სახმო თვალი.

აჭარული ჭიბონის წყობა:

Chiboni Samples