ჩანგი ჩანგი ამჟამად შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში, სვანეთში. არსებობს 6, 7, 9 (ან უფრო მეტი) სიმიანი ჩანგი. ჩანგის სიმები მზადდება ძუისგან და ისინი სხვადასხვა სიგრძისაა. ძირითადად, ჩანგს ამზადებენ წიწვიანი ხის ჯიშებისაგან. უფრო ხშირად გამოიყენება ნაძვი, აგრეთვე ფიჭვი, იშვიათად სოჭი. ჩანგზე უმეტესად ქალები უკრავენ. ჩანგი, უპირველეს ყოვლისა, სააკომპანემენტო საკრავია. ჩანგის თანხლებით სრულდება საფერხულო სოლო სიმღერები. ხშირია ჩანგისა და ჭუნირის ანსამბლად გაერთიანება.

შვიდსიმიანი ჩანგის წყობა:

Changi Samples