აბხრცა (აბხარცა) ორ სიმიანი ხემიანი საკრავია. იგი გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აბხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები. აფხარცის ჰანგები და სიმღერები, ამ საკრავის თანხლებით, ისტორიულ-საგმირო, ნართულ და საწესო ჟანრებს განეკუთვნებიან.

აბხარცა საქართველოს ყველა კუთხეში გავრცელებულ ხემიან საკრავთაგან გამოირჩევა კორპუსის კონფიგურაციით (ვიწრო, ნავისებური ფორმა), დამზადების წესში დაცული პრინციპით (მთლიანი ხისგან არის გამოთლილი), საკრავის თავის ფორმით (მომგრვალებული ნავის ფორმის) და სიმების რაოდენობით (2 სიმი).

Abkhartsa Samples